18:24 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-29 17:10:42, 278 ნახვა

ეკონომიკა
რუსული Yandex-ის საჩივრის საფუძველზე კონკურენციის სააგენტომ Wolt-ისა და Glovo-ს წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო

რუსული Yandex-ის საჩივრის საფუძველზე კონკურენციის სააგენტომ Wolt-ისა და Glovo-ს წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო - განცხადებას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.

 მათი ცნობით, მომჩივანი დაობს, რომ Wolt და Glovo კონკურენციის წესებს არღვევს და სხვა კომპანიებისთვის ბაზარზე საქმიანობას ართულებს:

 "საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), შპს „დელივერი ტექნოლოჯის საქართველოს“ საჩივრის საფუძველზე, მზა საკვების ონლაინ პლატფორმების ბაზრის შესწავლა დაიწყო.

საჩივარი ეხება Wolt-ისა და Glovo-ს სავარაუდო ქმედებებს, რომლებიც, საჩივრის ავტორის შეფასებით, შესაძლოა კონკურენციის წესებს არღვევდეს და სხვა კომპანიებისთვის ბაზარზე საქმიანობას ართულებდეს.

მომჩივანის განცხადებით, Wolt-სა და Glovo-ს გარკვეულ რესტორნებსა და კვების ობიექტებთან გაფორმებული აქვთ ისეთი შეთანხმებები, რომლებიც მათ სხვა ონლაინ პლატფორმებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას უზღუდავს. მომჩივნის შეფასებით, მსგავსი პრაქტიკა ართულებს ახალი პლატფორმების ბაზარზე შესვლას და შესაძლოა უარყოფითად აისახოს კონკურენციის პირობებზე და აღნიშნულ ქმედებებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაძლო დარღვევად მიიჩნევს.

მომჩივანი და მოპასუხე კომპანიები მართავენ ონლაინ პლატფორმებს, რომელთა საშუალებითაც მომხმარებლებს შეუძლიათ მზა საკვების, სურსათისა და სხვა პროდუქტების ონლაინ შეკვეთა და მიღება. პლატფორმებზე რესტორნები, მაღაზიები და სხვა სავაჭრო ობიექტები საკუთარ პროდუქტებსა და შეთავაზებებს ათავსებენ, მომხმარებლები კი სასურველ პროდუქტს ონლაინ ირჩევენ, იხდიან თანხას და შეკვეთას, როგორც წესი, საკურიერო მომსახურების საშუალებით იღებენ. ამრიგად, აღნიშნული ონლაინ პლატფორმები ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, რესტორნებსა და სავაჭრო ობიექტებს და მათ შორის პროდუქტისა და მომსახურების მიღება-გაცვლის პროცესს უზრუნველყოფენ.

სააგენტო მოკვლევის ფარგლებში შეისწავლის აღნიშნულ საკითხს და შეაფასებს, დაირღვა თუ არა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით დადგენილი მოთხოვნები" - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული Yandex-ის საჩივრის საფუძველზე კონკურენციის სააგენტომ Wolt-ისა და Glovo-ს წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო
მთავრობამ საქართველოს განვითარების ფონდი გააუქმა
მთავრობამ საპატრიარქოს გორის სოფელ ხელთუბანში, ქონება უსასყიდლოდ 99 წლით გადასცა
ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა - ფეხბურთში ქალთა ეროვნული ლიგის თამაში პროტესტის ნიშნად ჩაიშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics