|
2020-03-12 12:57:54, 1454 ნახვა
საზოგადოება
კრწანისის რაიონს რვა ახალი სკვერი შეემატება
კრწანისის რაიონში რვა ახალი სკვერი ეწყობა. აქედან, ხუთი სივრცე ორთაჭალაში, სამი კი ფონიჭალაშია. ორთაჭალაში, ავტო-სადგურის მიმდებარედ, გორგასლის ქუჩა N39, 41-ში, 91-სა და N111-ში ახალი რეკრეაციული სივრცეები 2 500 კვ.მ-ზე ეწყობა. ამ ეტაპზე, აღნიშნულ მისამართებზე სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მიმდებარე ტერიტორიებზე მოეწყობა კალათბურთის სტადიონი, სატრენაჟორო კომპლექსი, საბავშვო ატრაქციონები, გარე განათების ქსელი. ტერიტორია კეთილმოეწყობა მთლიანი ღობით, საბაღე გაზონით და გამწვანდება სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარით. ასევე, დამონტაჟდება სკამები, სეპარირებული ურნები და დაიგება დეკორატიული ფილები. ადგილზე მოეწყობა მულჩირებული გაზონი და დაიდგმება სკვერისათვის საჭირო ყველა ინვენტარი. სკვერების მოწყობის სამუშაოებს კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე გაეცნო. „წლების განმავლობაში, ადგილობრივ მცხოვრებლებს დიდი სურვილი ჰქონდათ, ამ ადგილებში რეკრეაციული სივრცეები მოწყობილიყო, რადგან აღნიშნული ტერიტორიები, ზოგ შემთხვევაში ნაგავსაყრელად იყო ქცეული, ზოგ შემთხვევაში კი მოსახლეობას საერთოდ არ ჰქონდა დასასვენებელი კუთხე. თანამედროვე სტანდარტის სკვერების მოწყობა კრწანისის გამგეობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მეტი რეკრეაციული და დასასვენებელი სივრცე შევუქმნათ მოსახლეობას“, - აღნიშნა ლევან ჯაფარიძემ. აღნიშნული სამუშაოებისთვის ჯამში, 632 663 ლარია გამოყოფილი. კრწანისის რაიონისთვის 2018-2019 წლებში პრიორიტეტული იყო მეტი რეკრეაციული სივრცის შექმნა მოსახლეობისთვის. სწორედ ამიტომ, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, რაიონში მოეწყო და რეაბილიტირდა 35 სკვერი და კრწანისის მთლიან ტერიტორიაზე ჯამში, დაახლოებით, 3 ჰექტარზე მოეწყო რეკრეაციული სივრცეები, რომლისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 1 736 400 ლარი გამოიყო. ახალი რეკრეაციული სივრცეების მოწყობა დაახლოებით, მიმდინარე წლის მაისში დასრულდება.
ლე პენი აცხადებს, რომ მზადაა ზელენსკის ბრიუსელში შეხვდეს
Bloomberg: პუტინმა ნატოს შემცირება აშშ-სთან უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პირობად დაასახელა.
სალომე ზურაბიშვილი - ოცნებამ პოლიტიკური ცხოვრება ამ ქვეყანაში უკვე გააუქმა
ევა გოცირიძე ნიკა გვარამიას - ირღვეოდა თუ არა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებები და იყო თუ არა ამაზე პასუხისმგებელი ენმ?
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)