|
2020-03-11 11:30:34, 2531 ნახვა
პოლიტიკა
პუტინი - სააკაშვილი დამპირდა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ძალას არ გამოიყენებდა, შემდეგ გაიქაჩა და მიიღო
,,სააკაშვილი დამპირდა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო ძალას არ გამოიყენებდა. შემდეგ გაიქაჩა და მიიღო", - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა TACC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„მასთან ბევრჯერ ვისაუბრეთ ამ თემაზე, როდესაც ის პრეზიდენტი იყო. სააკაშვილს ვთხოვდი, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხი არავითარ შემთხვევაში სამხედრო გზით არ გადაეჭრა და ის დამპირდა ამას. მითხრა, არასოდეს გავაკეთებ ამასო. შემდეგ გაიქაჩა და მიიღო“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოსკოვისგან განზე გავიდა.
„ჩვენ არაფერ შუაში ვართ. მადლობა უთხრან ამისთვის მიხეილ ნიკოლოზის ძეს“, - განაცხადა პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)