|
2020-03-10 22:24:06, 2646 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: ადამიანების დაპატიმრება და გათავისუფლება სამართლებრივ სახელმწიფოში არ არის პოლიტიკოსების გადასაწყვეტი
„მე პირადად ვთვლი და მომავალშიც ასე ჩავთვლი, სანამ ვიქნები პოლიტიკაში, რომ ადამიანების დაპატიმრება და გათავისუფლება სამართლებრივ სახელმწიფოში არ არის პოლიტიკოსების გადასაწყვეტი. თუ სასამართლო მომავალში, ვინმესთან დაკავშირებით მიიღებს გადაწყვეტილებას, დააპატიმრებს თუ გაამართლებს, ამაზე არავითარი გავლენა პოლიტიკოსებს პარლამენტიდან თუ ოპოზიციიდან არ უნდა ჰქონდეთ. ეს არის ცალსახა",-ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „პირველის" ეთერში გააკეთა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინ არის მართალი. მისივე თქმით, ის ადამიანები, ვინც გუშინ აცხადებდნენ, რომ ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს მართლმსაჯულებაში, დღეს ამბობენ, რომ ხელისუფლებამ და პოლიტიკოსებმა უნდა გაუშვან ესა თუ ის ადამიანი. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განმარტა შეთანხმების დოკუმენტში არსებული ჩანაწერი პრეზიდენტის შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)