|
2020-03-10 20:42:13, 1980 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნია: პირბადე რეკომენდებულია მხოლოდ იმ ადამიანისთვის, რომელიც თავად არის ვირუსის მატარებელი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მიმდინარე პროცესებზე ტელეკომპანია „იმედის“ „დღის ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას პირბადეების დეფიციტის შესახებაც გააკეთა განმარტება. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, პირბადის გამოყენება ეფექტური და რეკომენდებულია თავად იმ ადამიანის მიერ, რომელსაც უკვე აქვს რაიმე სახის რესპირატორული სიმპტომები. „პირბადეების დეფიციტი, ზოგადად, გლობალურად შეიქმნა. ეპიდემიის დაწყებისთანავე პირბადეებისა და პირადი დაცვის მიზნებისთვის საჭირო ნივთების ძალიან დიდი ნაკადი გადაიტანეს ჩინეთში, რამაც გამოიწვია გლობალური პრობლემა. იანვრის ბოლოს საკმაოდ დიდი რაოდენობით შევიძინეთ პირბადეები და პირადი მოხმარების სხვა საგნები და სწორედ ამ მარაგიდან უზრუნველვყოფთ ყველა საკარანტინე სივრცესა თუ დაწესებულებას. რაც შეეხება სააფთიაქო ქსელებში პირბადეების გაყიდვას, მომწოდებლები გვპირდებიან, რომ ისინი დამატებით შემოიტანენ პირბადეებს და ეს გახდება ხელმისაწვდომი. უბრალოდ, აქვე განვმარტავ, რომ პირბადის გამოყენება ეფექტური და რეკომენდირებულია თავად იმ ადამიანის მიერ, რომელსაც უკვე აქვს რაიმე სახის რესპირატორული სიმპტომები. თუკი ჯანმრთელი ადამიანი ატარებს ქირურგიულ პირბადეს, ამის ეფექტურობა დაბალია. არცერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია ამის რეკომენდაციას არ იძლევა. პირბადე რეკომენდებულია მხოლოდ იმ ადამიანისთვის, რომელიც თავად არის ვირუსის მატარებელი ან უკვე აქვს გამოხატული რესპირატორული სიმპტომები“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ინფორმაციისთვის, ჩინეთში კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ამის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. 2020 წლის 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმშია 178 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 56. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. საქართველოს დაავადებული მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
ლე პენი აცხადებს, რომ მზადაა ზელენსკის ბრიუსელში შეხვდეს
Bloomberg: პუტინმა ნატოს შემცირება აშშ-სთან უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პირობად დაასახელა.
სალომე ზურაბიშვილი - ოცნებამ პოლიტიკური ცხოვრება ამ ქვეყანაში უკვე გააუქმა
ევა გოცირიძე ნიკა გვარამიას - ირღვეოდა თუ არა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებები და იყო თუ არა ამაზე პასუხისმგებელი ენმ?
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)