|
2020-03-06 16:31:16, 2619 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემის 120/30-ზე მომხრეა
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე აცხადებს, რომ ის პრობლემას ვერც 110/40 და 120/30 შეფარდებებში ვერ ხედავს. როგორც კალაძე აღნიშნავს, მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება მოხდეს არა მხოლოდ ოპოზიციასთან, არამედ მმართველი გუნდის იმ წევრებთანაც, რომლებიც აღნიშნულ საარჩევნო ცვლილებას ეწინააღმდეგებიან. „მე საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას 110/40-ზე იქნება თუ 120/30-ზე, თუ საერთოდ იქნება პროპორციული არჩევნები, ამის პრობლემას ვერ ვხედავ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გუნდში იყო ადამიანების რაოდენობა, დეპუტატების გარკვეული ჯგუფი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა საარჩევნო სისტემის ცვლილებას. შესაბამისად, რა თქმა უნდა, გუნდშიც უნდა მოხდეს შეჯერება და კონსენსუსი. მე მომხრე ვარ 120/30-ზეც და მომხრე ვიყავი ასევე პროპორციული საარჩევნო სისტემისაც“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)