|
2020-03-06 12:49:15, 2749 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკურ პარტიებთან შეთანხმების მიღწევა, ობიექტურად არის შესაძლებელი
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევა ობიექტურად არის შესაძლებელი. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მაშინ, როდესაც დაცულია პრინციპები და გამოთქმულია კანონმდებლობაზე მუშაობის მზადყოფნა, მანდატების რაოდენობა ხდება მეორეხარისხოვანი. „ჩვენ შევძლებთ კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ და ვცადოთ შეთანხმების მიღწევა, ობიექტურად ეს არის შესაძლებელი. რაც შეეხება პროპორციების განაწილებას, 40%-იან პრინციპს თუ სხვა საკითხებს, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ამ მზადყოფნას, რომ ხელისუფლება და ჩვენი ქვეყანა მზად არის გადადგას გონივრული ნაბიჯები. მესმის, რომ ზოგიერი ოპოზიციური პარტია საუბრობს 5-ით მეტ-ნაკლებ სტანდარტზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მაშინ, როდესაც დაცულია მთავარი პრინციპები, მაშინ, როდესაც ჩვენ მზადყოფნა გამოვთქვით კანონმდებლობაზე მუშაობის და მისი დახვეწის, მანდატების რაოდენობა ხდება მეორეხარისხოვანი", - განაცხადა თალაკვაძემ. მანვე დასძინა, რომ არასდროს უფირქრია მმართველ გუნდს, რომ ხელისუფლება 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონდე პარტიამ დააკმაყოფილოს. მისივე თქმით, თუ ოპოზიციას სურს, 40%-იანი ზღვარის პრინციპი აისახოს კანონმდებლობაში, ხელისუფლება ამისთვის მზად არის. „ოპოზიციის ყველაზე მთავარი პრინციპული მოთხვონა, რაც იყო 40%-იან ზღვართან დაკავშირებით, სადაც მათ თქვეს, რომ თუ პოლიტიკური პარტია ვერ აიღებს 40%-ს და მეტს, მას არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დააკომპლეკტოს უმრავლესობ და და შექმნას მთავრობა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვთქვით ამაზე შემხვედრი პოზიცია. ჩვენთვის პირიქით, ეს არის პრინციპული და არასდროს გვიფიქრია, რომ ხელისუფლება 40%-ზე ნაკლები მხარდამჭერის მქონე პარტიამ უნდა დააკმაყოფილოს. თუ მათ სურთ, ეს პრინციპი პირდაპირ ასე იყოს ასახული კანონმდებლობაში, ჩვენ ამაზე მზადყოფნა და შეთავაზება უკვე გავაკეთეთ. თუ მათ სურთ, რომ ეს პრინციპი იყოს სხვანაირად ასახული, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ შემდგომ მოლაპარაკებებზე განვიხილოთ ეს", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)