|
2020-03-04 12:20:20, 1134 ნახვა
პოლიტიკა
ჰარცელი - თუ დიალოგის პროცესში წარმატება მიიღწევა, ეს იქნება ძლიერი მესიჯი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომ საქართველოში რაღაც იცვლება
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმების შესაძლებლობა არსებობს. როგორც მან აღნიშნა, თუ შეთანხმება შედგება, ეს იქნება საქართველოს მხრიდან ძლიერი მესიჯი საერთაშორისო პარტნიორებისთვის. „მოლაპარაკების შედეგი ჯერ კიდევ გაურკვეველია, ვფიქრობ არის შესაძლებლობა, რომ შეთანხმება მიღწეულ იქნას და ამაზე ჩვენ ვმუშაობთ. თუ შეთანხმებას მივაღწევთ ეს იქნება ყველა პოლიტიკური მხარის ხელმძღვანელობის დამსახურება, რომლებიც ცდილობენ პროცესის დასრულებას და გამოხატავენ სურვილს მოიძებნოს კომპრომისი. საბოლოოდ კიდევ ვიტყვი, რომ თუ დიალოგის პროცესში იქნება წარმატება მიღწეული, ეს იქნება ძალიან ძლიერი მესიჯი საქართველოს მხრიდან ევროპელი და საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომ ქართულ პოლიტიკურ გარემოში რაღაც იცვლება, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი”, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)