06:56 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-02 13:18:58, 1093 ნახვა

საზოგადოება
ინფექციური საავადმყოფოს ექიმი - ინფექციური პათოლოგიის ბოქსირებულ განყოფლებაში იყო 19 ავადმყოფი და ამ დროისთვის დაგვემატა სამი პაციენტი

„ინფეციური პათოლოგიის ბოქსირებულ განყოფლებაში იყო 19 ავადმყოფი და ამ დროისთვის დაგვემატა სამი პაციენტი“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა მათგანს აღებული აქვს ნიმუში და დღის ბოლომდე ლუგარის ლაბორატორიის კვლევის შედეგები ცნობილი იქნება.

„დღეს დილის ათი საათისათვის ინფეციური პათოლოგიის ბოქსირებულ განყოფლებაში იყო 19 ავადმყოფი და ამ დროისთვის დაგვემატა სამი პაციენტი. სამივენი გახლავთ მილანიდან ჩამოსულები და ამ დენად შემოსულები არიან გამოსაკვლევად. მათი მდგომარეობა მძიმე არაა, რაიმე მნიშვნელოვანი ჩივილები არ გააჩნიათ. ამ სამის გარდა ყველა შემოსულ პაციენტზე არებულია ლუგარის ცენტრის მიერ მასალა კვლევისათვის. დღის  განმავლობაშ მივირებთ პასუხს და რა თქმა უნდა, ის პაციენტები, რომელბსაც არ აღმოაჩნდებათ და დიდი ალბათათობით არ აღმოაჩნდებათ კორონავირუსი გაეწერებიან სახლებში“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ექიმის თქმით, სამი დაინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და რაიმე ჩივილი არ ჰქონიათ.

„დაინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა ახლახანს შემოვიარე ვნახე ყველა, არც ერთის არ შცვლილა, დამაკმაყოფილებელია და ჩივილები, ტემპერატურა არ ჰქონიათ. პირობები დამაკმაყოფილებელია, კარგ პირობებში არიან. პირადად ჩვენითაც კმაყოფილები არიან", - აღნიშნა ინფექციურის ექიმმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics