|
2020-02-27 13:14:18, 1631 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - იმედს ვიტოვებ, რომ ოპოზიცია დიალოგის მაგიდას დაუბრუნდება
„ევროკავშირი მხარს უჭერს დიალოგს და ჩვენ ერთ პოზიციაზე ვართ, იმედი მაქვს ოპოზიცია უახლოეს დღეებში დაუბრუნდება დიალოგის მაგიდას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, ახალი პროპორციული მოდელის 100/40 ის შესახებ, კარლ ჰარცელის რეზიდენციასთან, შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, მათი წინადადება არის პრაგმატული, კომპრომისული და სამართლიანი. „ხელისუფლება, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი მხარს უჭერს დიალოგს. ჩვენ ვართ ერთ პოზიციაზე, რომ საჭიროა შეთანხმება. რაც შეეხება ოპოზიციას, მჯერა და იმედს ვიტოვებ, რომ ისინი უახლოეს დღეებში დაუბრუნდებიან დიალოგის მაგიდას და ჩვენ შევძლებთ საბოლოო შეთანხმებას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. პრაქტიკულად ის წინადადება რაც დევს მოლაპარაკებების მაგიდაზე, არის პრაგმატული, კომპრომისული და სამართლიანი და არ მგონია ოპოზიციის წარმომადგენლები კატეგირიულად არ ეთანხმებოდნენ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და გერმანიის ელჩები ესწრებიან.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)