|
2020-02-25 14:15:58, 1800 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი: პრემიერ-მინისტრი მართალია, უსაფრთხოების სხვა გარანტია, თუ არა ნატოს წევრობა, საქართველოს არ გააჩნია
„პრემიერ-მინისტრი მართალია, უსაფრთხოების სხვა გარანტია, თუ არა ნატოს წევრობა, საქართველოს არ გააჩნია“, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი, ამერიკულ გამოცემა The Washington Times-ში გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მნიშვნელობაზე საუბრობს. როგორც ვოლსკი აღნიშნავს, საქართველოს-პატარა ქვეყანას სჭირდება, რომ ჰქონდეს უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები. „დედაქალაქების გადაწყვეტილებებზე გავლენა ძალიან რთულია იმ პირობებში, როდესაც არ არის ერთიანი პოზიცია. ევროკავშირს ერთიანი საგარეო პოლიტიკა არ გააჩნია და ეს დასამალი არავისთვის არ ყოფილა. ქვეყნებს სხვადასხვა დამოკიდებულება აქვთ. იგივე რუსული ფაქტორის, ოკუპირებული ტერიტორიების მოცემულობის გათვალისწინებით, მაგრამ მთლიანობაში, პრემიერ-მინისტრი მართალია. საქართველოს-პატარა ქვეყანას სჭირდება, რომ ჰქონდეს უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები. სხვა გარანტია, თუ არა ნატოს წევრობა, საქართველოს არ გააჩნია. ეს ადვილი არ არის. ეს არ არის ის, რომ შეიკრიბონ და პრემიერ მინისტრის განცხადება განიხილონ ამასთან დაკავშირებით და ხელის აწევით გადაწყვიტონ საკითხი",-განაცხადა გია ვოლსკიმ. მისივე თქმით, გადაწყვეტილებებს ამ მიმართულებით მსოფლიო პოლიტიკური კონიუნქტურა განაპირობებს, საქართველოს ინტერესები კი ცალსახაა იმ განცხადებებიდან, რაც პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ გააკეთა. „მსოფლიო პოლიტიკური კონიუნქტურა განაპირობებს გადაწყვეტილებებს, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი მიიღებს, მაგრამ ჩვენი ინტერესები გამომდინარეობს იმ განცხადებიდან, რაც პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ გააკეთა. ასე, რომ რეალობაში ეს არ არის თხოვნის და ამ თხოვნის განხილვის თემა. საერთო ინტერესები უნდა ამოძრავებდეთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, იმისათვის, რათა ეს საკითხი დროულად გადაწყდეს. ჩვენთვის სასიცოცხლო ინტერესის მქონე საკითხია ეს. ჩვენ უსაფრთხოება გვჭირდება სტაბილური განვითარებისთვის. დანარჩენი ნიუანსების საკმაოდ რთულია და ამ რთულ ნიუანსებს ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაუსწორონ თვალი",-განაცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)