01:16 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-25 12:10:17, 1365 ნახვა

პოლიტიკა
სესიაშვილი - ჩვენი ქვეყანა მიაღწევს სანუკვარ თავისუფლებას, დეოკუპაციას და ამას ვერც წითელი და ვერც სამფერადი რუსეთი ვერ აღუდგება წინ

„ჩვენი ქვეყანა მიაღწევს სანუკვარ თავისუფლებას, დეოკუპაციას და ამას ვერც წითელი და ვერც სამფერადი რუსეთი ვერ აღუდგება წინ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა კოჟორში, იუნკერთა მემორიალთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის ძალა გმირი იუნკერების სულში მდგომარეობს.

„ჩვენი ქვეყნის ძალა მდგომარეობს ჩვენი ქვეყნის სიყვარულში, ამ გმირი იუნკერების სულში არის ჩვენი ძალა. ძალა, რომელიც ყოველთვის იბრძოლებს თავისუფლებისთვის დამოუკიდებლობისთვის და იმ დიდი ისტორიისთვის, რომელიც ამ ქვეყანას აქვს. ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს მივაგებთ ჩვენ გმირებს, მათ სიმამაცესა და თავგანწირვას. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა მიაღწევს სანუკვარ თავისუფლებას, დეოკუპაციას და ამას ვერანაირი, ვერც წითელი და ვერც სამფერადი რუსეთი ვერ აღუდგება წინ. ვინაიდან, 21-ე საუკუნეა, ჩვენს მხარეზეა საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო საზოგადოება. პირველ რიგში ჩვენ გვაძლიერებს ჩვენი ქართველი ხალხის, სამშობლოს სიყვარული და ბრძოლა ყოველთვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის“, - განაცხადა სესიაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics