21:19 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-21 13:33:20, 2150 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერმა ნიდერლანდების სამეფოს საქართველოზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული კიბერშეტევის დაგმობისა და ღია მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ნიდერლანდების სამეფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მააიკე ვან კოლდამს შეხვდა.

შეხვედრის დასაწყისში პრემიერმა ნიდერლანდების სამეფოს საქართველოზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული კიბერშეტევის დაგმობისა და ღია მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

საუბარი შეეხო საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული მმართველობის განმტკიცების მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ხაზი გაესვა ადამიანის უფლებათა დაცვის კოორდინაციის მექანიზმების გაუმჯობესების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს. ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა ადამიანის უფლებათა სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში აქტიური მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კუთხით არსებული პოტენციალის განვითარების შესაძლებლობებს, ასევე პოზიტიურ დინამიკას ტურიზმის მიმართულებით და თანამშრომლობას საზღვაო სფეროში.

საუბარი შეეხო მაღალი დონის ორმხრივ ვიზიტებს. ამ კონტექსტში აღინიშნა ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ისტორიული მნიშვნელობა, ვინაიდან, ნიდერლანდების სამეფოს საქართველოს მთავრობის მეთაური ორმხრივ ფორმატში, გასული წლის ნოემბერში, პირველად ეწვია; ასევე - ნიდერლანდების სამეფოს მაღალი რანგის წარმომადგენლების სტუმრობას თბილისში.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი დაესწრო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics