|
2020-02-20 16:00:25, 1346 ნახვა
პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე სტრასბურგში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს წევრებთან შეხვედრებს გამართავს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა, სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა ევროპის საბჭოს მაღალი რანგის წარმომადგენლებთან. ნინო ცაციაშვილმა მათ ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში უწყების მიერ მიღწეული პროგრესის, სამომავლო გეგმებისა და გამოწვევების შესახებ. შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ხარისხის მნიშვნელოვნად გაზრდასა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესების კუთხით განხორციელებულ აქტივობებზე. 3-დღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ შეხვედრები გამართა ადამიანის უფლებათა კომისართან, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალურ დირექტორთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ვენეციის კომისიის მდივანთან, სისხლის სამართლისა და ანტიტერორისტული მიმართულების ხელმძღვანელთან. ნინო ცაციაშვილი, ასევე, შეხვდა დემოკრატიისა და მმართველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ინფორმაციული საზოგადოების და დანაშაულის წინააღმდეგ ქმედებების დირექტორატის ხელმძღვანელს, გენდერული თანასწორობის კომისიის მდივანს, წამების პრევენციის კომიტეტისა და ანტიდისკრიმინაციული დირექტორატის წარმომადგენლებს. ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმები და მიღწეული პროგრესი, შემდგომი თანამშრომლობისა და მხარდაჭერის მზაობა გამოთქვეს.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)