|
2020-02-19 16:34:11, 1843 ნახვა
პოლიტიკა
უდუმაშვილი: ვინც არ უნდა ნახოს მოკავშირედ ხელისუფლებამ, იმ ერთობას საფრთხე ვერ დაემუქრება, რომელიც არსებობს
„ვინც არ უნდა ნახოს მოკავშირედ ხელისუფლებამ ამ პროცესში, იმ ერთობას საფრთხე ვერ დაემუქრება, რომელიც არსებობს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა „კურიერს“ განუცხადა. მისი თქმით, მმართველ გუნდს ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრები გარკვეული მოლაპარაკებების სურათის შესაქმნელად სურს. „ვინ რა მოლაპარაკებებში შევა ხელისუფლებასთან და ვინ რას გააკეთებს, ეს ამ პარტიების კონკრეტული გადაწყვეტილებებია. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ვინც არ უნდა ნახოს მოკავშირედ ხელისუფლებამ ამ პროცესში, იმ ერთობას საფრთხე ვერ დაემუქრება, რომელიც არსებობს. ალბათ სხვა პარტიებთანაც ექნებათ კომუნიკაცია და შეეცდებიან, რაღაცა დოზით შექმნან სურათი ამ მოლაპარაკებების, მაგრამ ეს მხოლოდ სურათის შესაქმნელად იქმნება, რეალურად მე არა მგონია, რომ ის პარტიები, რომლებიც დღეს ერთად ვსხედვართ, რაიმე კონკრეტულ მოლაპარაკებებში შევიდნენ“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი მზადაა ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებების გასაგრძელებლად და საარჩევნო სისტემაზე კონსენსუსის მისაღწევად პარტიებთან ინდივიდუალური დიალოგი დაიწყოს.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)