|
2020-02-18 12:54:24, 1500 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა თალაკვაძის ანგარიშის განხილვაზე - „თოჯინების თეატრში“ მონაწილეობას არ მივიღებთ
„ „თოჯინების თეატრში“ მონაწილეობას არ მივიღებთ“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი თინა ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ანგარიშის განხილვის საკითხს პლენარულ სხდომაზე. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმს გააგრძელებს. „არჩილ თალაკვაძის ანგარიშის განხილვაში მონაწილეობის მიღებას ბუნებრივია, არ ვაპირებ. ის არის ნომინალური თავმჯდომარე, ეს ადამიანები არიან ნომინალური დეპუტატები, მარიონეტები, თოჯინები ბიძინა ივანიშვილის ხელში. შესაბამისად, ამ თოჯინების თეატრში ჩვენ ბუნებრივია მონაწილეობას არ მივიღებთ და გავაგრძელებთ პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმს, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ ინდივიდუალურ რეჟიმში ჩვენი პროტესტი ასევე დავაფიქსიროთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მივიღეთ ინფორმაცია, რომ მაინც გაბედეს და სემოაპარეს შეშინებული შოთაძე იმისთვის, რომ დაესწროს კენჭისყრას“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. ცნობისთვის, დღეს არჩილ თალაკვაძე პლენარულ სხდომაზე პარლამენტს საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას წარუდგენს. ოპოზიციის წარმომადგენლები ბოიკოტის ნიშნად სხდომას არ დაესწრებიან. პარლამენტის თავმჯდომარე ყოველწლიური სამქიანობის ანგარიშს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას 13:00 საათზე წარადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)