17:54 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-14 16:27:37, 1532 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენში კანადელ კოლეგას შეხვდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციაში კანადის ჩართულობა და სამხედრო წვრთნებისა და განათლების სფეროში თანამშრომლობა - ეს ძირითადი საკითხები განიხილა ირაკლი ღარიბაშვილმა კანადის ეროვნული თავდაცვის მდივანთან, ჰირჯატ საჯანთან შეხვედრაზე.

საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკურ პრიორიტეტებზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აქცენტი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე, სტრატეგიულ მზადყოფნასა და საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე გააკეთა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს პროცესი საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრების აქტიურ მხარდაჭერას მოითხოვს. ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღინიშნა კანადასთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მზარდი დინამიკა.

ირაკლი ღარიბაშვილმა კანადის ეროვნული თავდაცვის მდივანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თავდაცვის სფეროში კანადასთან მნიშვნელოვან პარტნიორობაზე გაამახვილა ყურადღება. მან ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვან ფაქტორად საქართველოში ნატოს მეტი ჩართულობა დაასახელა და კანადის ეგიდით დაგეგმილი სწავლების “Maple Arch” საქართველოში ჩატარების მნიშვნელობა აღნიშნა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics