|
2020-02-13 14:53:39, 1548 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ჩეხ კოლეგას შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელებაში მონაწილეობა და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩეხ კოლეგასთან ლუბომირ მეტნართან შეხვედრაზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჩეხ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება. ამ კონტექსტში ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე შეხვედრებსა და მაღალი დონის ვიზიტებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში ჩეხეთსა და საქართველოში გაცვლითი ვიზიტები განხორციელდება. მხარეებმა ლოჯისტიკური და სამხედრო განათლების მიმართულებებით თანამშრომლობის საკითხებზეც იმსჯელეს. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო, ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე მიმდინარე საერთაშორისო მისიებში საქართველოს კონტრიბუციას.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)