|
2020-02-13 10:46:13, 1473 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციას ვურჩევდი დიალოგიდან გასვლაზე ნაჩქარევ გადაწყვეტილებას ნუ მიიღებს
„დიალოგის გაგრძელება და შეთანხმება საჭიროა და ოპოზიციას ვურჩევდი ნუ მიიღებს ნაჩქარევ გადაწყვეტილებას დიალოგიდან გასვლაზე“, - ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, 100/50-ზე ბევრად უკეთესი საარჩევნო სისტემაა და თუ ოპოზიცია ამაზე არ დათანხმდება, ეს იქნება დასტური, რომ მათ არჩევნებში თავის იმედი არ აქვთ. „დიალოგის გაგრძელება და შეთანხმება საჭიროა და ოპოზიციას ვურჩევდი ნუ მიიღებს ნაჩქარევ გადაწყვეტილებას დიალოგიდან გასვლაზე. 100/50-ზე ბევრად კომპრომისული და უკეთესია ვიდრე 73/77-ზე და თუ ოპოზიცია ამაზე უარს იტყვის, ეს იქნება ტესტი, რომელიც დაადასტურებს, რომ მათ არჩევნებში საკუთარი თავის იმედი არ აქვთ", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. ცნობისთვის, გაერთიანებულმა ოპოზიციამ მოლაპარაკების მაგიდა მას შემდეგ დატოვა, რაც უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგი უგულავა ე.წ „ფონდის" საქმეზე დამნაშავედ სცნო და 3 წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)