|
2020-02-12 18:11:05, 2036 ნახვა
სამართალი
ნინო თანდილაშვილი: ახალი კოდექსი ტყის ეკოსისტემისა და მართვის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული საქართველოს ტყის ახალი კოდექსი პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. მთავარი მომხსენებლის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, ახალი კოდექსი ტყის ეკოსისტემას და მართვას გააუმჯობესებს. „კანონპროექტი დაამკვიდრებს ტყის ახალი, მდგრადი მართვის სისტემას. დაარეგულირებს ტყის მოვლის, აღდგენის, მართვის, ინვენტარიზაციის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რაც აქამდე არ რეგულირდებოდა. ახალი კოდექსის თანახმად, 2023 წელს სრულად აიკრძალება სოციალური ჭრების პრაქტიკა. 2023 წლამდე კი, ყველა მუნიციპალიტეტში მოხდება საქმიანი ეზოების შექმნა, რათა ტყის მართვაზე პასუხისმგებელმა ორგანომ თავის თავზე აიღოს სატყეო სამეურნეო ღონისძიებების განხორციელება, როგორც საშეშე მერქნული რესურსის დამზადება, ასევე, მასზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. სოციალურად დაუცველი მოსახელობისთვის მუშავდება გარკვეული მექანიზმები, რათა მათთვის საფასურის გადახდის გარეშე გახდეს რესურსი ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, ახალი კოდექსი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობს ხელს და ამ პროცესში ადგილობრივების დასაქმება პრიორიტეტული საკითხია“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. მინისტრის მოადგილემ კომიტეტზე გამოსვლისას ევროკომისიის 2019 წლის ანგარიშთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღინიშნა, რომ ანგარიშში, ფაქტობრივად, ბოლო წლებში პირველად მოხდა მითითება ტყის კოდექსთან დაკავშირებით და აღინიშნა, რომ მისი მიღება ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ქვეყანამ შეძლოს ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დამკვიდრება. „ამავე ანგარიშში მითითებულია ქვეყნის სერიოზული პროგრესი ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების ნაწილში. ცხადია ასეთი შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესი, სამინისტროში მომზადებულია კიდევ რამოდენიმე მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომლის წარმოდგენა პარლამენტში უახლოეს მომავალშია დაგეგმილი. ევროკომისიის ანგარიშში მითითება, რომ ტყის კოდექსის განხილვა მიმდინარეობს და მნიშვნელოვანია მისი მოკლე ვადებში მიღება და იმპლემენტაცია, არის ერთ-ერთი ყურადსაღები საკითხი პარლამენტისთვისაც და მთავრობისთვისაც”, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. კოდექსის, რომლის მიზანია ტყის მდგრადი მართვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა, ძირითადი ნაწილის ამოქმედება 2021 წლის პირველი იანვრიდან იგეგმება.
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
იოზვიაკი: ევროკავშირი საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განახლებას აზრს ვერ ხედავს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)