|
2020-02-12 14:02:01, 1870 ნახვა
პოლიტიკა
ევროკვშირის საგარეო ქმედებათა სამსახური - უგულავას მიმართ გამოტანილი განაჩენი, არ უწყობს ხელს დიალოგის გაგრძელებას
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ოპოზიციის ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება არ უწყობს ხელს პოლიტიკური დიალოგის გაგრძელებას. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით, სასამართლოს დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა ძირითადი ვალდებულებებია, რომელიც ქვეყანას აქვს დაკისრებული. „ევროკავშირი საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწვეტილებას ოპოზიციის ლიდერის გიგი უგულავას დაკავების შესახებ ყურადღებით აკვირდება. ამ ვერდიქტის გარშემო განვითარებული გარემოება არ უწყობს ხელს პოლიტიკურ დიალოგის გაგრძელებას, რომელიც ასე საჭიროა საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის დეპოლარიზაციისთვის. სასამართლო დამოუკიდებლობის დამოუკიდებლობა, სამართლიანი სასამართლო და კანონის უზენაესობა ის ძირითადი ვალდებულებებია, რომელიც საქართველოს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით აქვს. ევროკავშირი გააგრძელებს დაკვირვებას ყველა სხვა მაღალი ინტერესის სასამართლო პროცესებზე საქართველოში,"- ნათქვამია ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)