|
2020-02-12 12:19:07, 1829 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ოპონენტებს ვიწვევთ დიალოგის მაგიდასთან, რადგან კონსენსუსს ალტერნატივა არ გააჩნია
„პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სახელით ოპონენტებს ვიწვევთ კვლავ დიალოგის მაგიდასთან“, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამაუკა მდინარაძემ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დიალოგი არის როგორც საზოგადოების მოლოდინი, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაცია, რაც არსებული გამოწვევების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას გულისხმობს. „პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სახელით ოპონენტებს ვიწვევთ კვლავ დიალოგის მაგიდასთან, რადგან მიგვაჩნია, რომ დიალოგს და კონსენსუსს ალტერნატივა არ გააჩნია. ეს არის როგორც საზოგადოების მოლოდინი ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაცია, რაც პროცესების სტაბილიზაციას და არსებული გამოწვევების მშვიდობიანი, კონსტრუქციული გზით გადაწყვეტას გულისხმობს. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს საელჩოს, რომელიც როგორც ოპოზიციას, ასევე ჩვენც მოგვიწოდებს დიალოგისკენ და კვლავ არის მზად, შეასრულოს შუამავლის როლი პოლიტიკური დიალოგის პროცესში. ვუერთდებით, საელოჩოს გულისტკივილს, რომ სასამართლოს გიგი უგულავას მიმართ გამოტანილი განაჩენი და თავისუფლების აღკვეთის დრო, საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგს დაემთხვა და ავღნიშნავთ, რომ მართლმსაჯულების განხორციელების პრეროგატივა გააჩნია დამოუკიდებელ სასამართოს და არა რომელიმე პოლიტიკოსს. ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ვალდებულია, ჩაერთოს დიალოგის პროცესსში, დეესკალაციის თუ კონსენსუსის მიღწევისათვის ოპტიმალური გზა იპოვოს ყველამ. გვსურს, ცალსახად დავაფიქსიროთ, რომ პოლიტიკა დანაშაულის ჩამდენი პირებისათვის ვერ იქნება ინდულგენცია და თავშესაფარი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)