12:36 - 14 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-12 10:24:22, 1641 ნახვა

სამართალი
შსს-ს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციამ ფონიჭალაში ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობის, ძარცვისა და ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ო.ც. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს,  მას ბრალი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებაში ედება.

უწყების ინფორმაციით, დანაშაული 5-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელეს ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვები და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

პოლიციამ ო. ც.-ს მიერ უკანონოდ გაყიდული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „დ" ქვეპუნქტებით, ასევე, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა", „დ" და ,,ე" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკის მრჩეველმა განაცხადა, რომ SpaceX-მა უკრაინაში Starlink-ის ოპერაციები გაფრთხილების გარეშე შეზღუდა
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
მოსკოვმა ღამით დრონებით თითქმის 500 თავდასხმა დააფიქსირა, ოთხმა აეროპორტმა კი ფუნქციონირება შეაჩერა
უკრაინულმა დრონებმა სარატოვის ოლქში, თავდასხმა განახორციელეს, სადაც Sberbank-ის მონაცემთა ცენტრი მდებარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics