|
2020-02-12 00:30:06, 1908 ნახვა
სამართალი
ვახტანგ გომელაური დემოკრატიულ კონტროლზე - არ ვფიქრობ, რომ ზედმეტია კონტროლი, პირიქით, კარგია
„დიახაც, მეც უნდა მაკონტროლონ, აკონტროლონ ყველა, ჩემი მოადგილეა თუ პოლიციელი“, -ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ტელეკომპანია"იმედის" ეთერში განაცხადა. „მე იმით დავიწყებდი, რომ დღეს იმდენი კონტროლი აქვს პოლიციის თუ ძალოვანი წარმომადგენლის ქმედებას, საკმარისია რაც არის. საპარლამენტო იქნება ეს, თუ სახალხო დამცველი, ასევე, ახლახანს შექმნილი სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტი, პროკურატურა თავისთავად. რა თქმა უნდა, ჩვენთან შიგნითაც მუშაობს გენერალური ინსპექცია, რომელიც აკონტროლებს პოლიციელების ქმედებებს და თუ გადაცდომა იქნება, რა თქმა უნდა, პასუხს ვთხოვთ ყველას. მე არ ვფიქრობ, რომ ზედმეტია კონტროლი, პირიქით - კარგია. ჩემი აზრით, ამ გზით უნდა წავიდეთ. ასე უფრო გავძლიერდებით, უფრო მეტად დავიხვეწებით და უფრო სწორი ურთიერთობა იქნება მოქალაქეებთანაც და უფრო მეტად განვვითარდებით. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, მაგ გზით უნდა წავიდეთ, ევროპის გზა ეგ არის, სწორი გზა ეგ არის. თუ ჩავკეტავთ ყველაფერს, ყველა კონტროლს, მივიღებთ ისევ ძველ პოლიციას, რაც იყო მანამდე. დიახაც უნდა მაკონტროლონ. მეც უნდა მაკონტროლონ, აკონტროლონ ყველა - ჩემი მოადგილეა თუ პოლიციელი. ისინი არ სჩადიან კანონდარღვევას. კანონში არის ჩარჩოები, რომელსაც არ უნდა გადასცდნენ ეს ადამიანები. კეთილი უნდა ინებონ, მეც მათ შორის და ყველამ, ჩემმა თანამშრომლებმაც, ამ ჩარჩოებში უნდა ჩავჯდეთ. ამ თანამშრომლების შვილებიც იზრდებიან, ჩემი შვილებიც იზრდებიან, ჩვენი მეგობრის შვილები იზრდებიან. პირველ რიგში ჩვენ არ გვინდა ჩვენ პოლიციურ ქვეყანაში ვიცხოვროთ და აქედან გამომდინარე ეს კონტროლი ძალიან კარგია. არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში - ისევ იქითკენ წავალ, არასამთავრობოებისკენ - ასე ვთქვათ უსაფუძვლო ბრალდებები და .. ეს ძალიან ცუდია რა თქმა უნდა. თუ გავაფუჭეთ კი ბატონო პასუხი უნდა მოგვთხოვონ, მე ვიქნები თუ ჩემი თანამშრომელი იქნება რიგითი. თუ არ გაუფუჭებია ჩემს თანამშრომელს, მე მას დავიცავ კბილებით და ყოველთვის გვერდში დავუდგები. - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)