|
2020-02-12 00:23:39, 1356 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური: პოლიციელის შეურაცხყოფა, სიტყვიერი იქნება ეს თუ ხელით შეხება, ძალიან ცუდი და მიუღებელია
"პოლიციელის შეურაცხყოფა, სიტყვიერი იქნება ეს თუ ხელით შეხება, ძალიან ცუდი და მიუღებელია. მნიშვნელობა არ აქვს პოლიტიკოსი იქნება ეს თუ მოქალაქე", - ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გადაცემა "SWOT"-ში სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, პირველი, ვინც პოლიციელებს დაიცავს და გვერდში დაუდგება, იქნება თავად. "არის თემები, როდესაც არ ჩანს, მაგრამ პოლიციელის მიმართ, შეურაცხყოფა გინებაში, მუქარაში ან სხვა რამეში გადადის. კანონი უნდა იყოს ყველასთვის თანასწორი, თანაბარი. დეტალებში შესვლა არ მინდა, თუმცა ჩემი ინტერვიუ "მთავარმა არხმა" სამწუხაროდ, თავისებური ინტერპრეტაციით გაუშვა და ისე აჩვენა, თითქოს მე პოლიციელს კი არ ვიცავ, პირიქით მოქალაქეებს ვიცავ და ა.შ. პირველი დამცველი პოლიციელების ნამდვილად მე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვარ და უამრავი თემაა, რაც გახმაურებული არ არის - გვერდში დავდგომივარ მათ, დავხმარებივარ და ძალიან ბევრი დარტყმა ჩემ თავზე ამიღია, ეს იციან თანამშრომლებმა, ხელმძღვანელმა პირებმა. მიუღებელია, ძალიან ცუდია პოლიციელის შეურაცხყოფა, ხმამაღალი იქნება ეს თუ ხელით შეხებაზე აღარ ვსაუბრობ. მნიშვნელობა არ აქვს პოლიტიკოსი იქნები თუ მოქალაქე. როგორ შეიძლება ეს მოეწონოს ვინმეს, მითუმეტეს შინაგან საქმეთა მინისტრს?"-განაცხადა ვახტან გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)