|
2020-02-11 17:24:09, 1488 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - არც ერთი ხმა „ქართულ ოცნებას“, საქართველომ უნდა მოიშოროს ჭირი და უბედურება, რომელიც დღეს სჭირს
„არც ერთი ხმა „ქართულ ოცნებას“, ეს არის შინაარსი, იმიტომ რომ, საქართველომ უნდა მოიშოროს ჭირი და უბედურება, რომელსაც დღეს ქვეყანას სჭირს“, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ჭირს, რომელიც საქართველოს სჭირს, სახელები აქვს და ესენია კობახიძე, კალაძე, ივანიშვილი და სხვები. „4 აპრილს, 4 საათზე ვიკრიბებით რუსთაველზე, ეს იქნება დიდი აქციის თარიღი, სადაც გავაჟღერებთ იმ თანამშრომლობის კონკრეტულ მექანიზმს, რაც გვექნება ოპოზიციურ პარტიებს საარჩევნო თვალსაზრისით. მანამდე იქნება, აქციები, პიკეტირებები, რეგიონში გასვლები, ხალხთან მუშაობა, ჩართულობა დიპლომატიურ კორპუსთან საერთაშორისო ასპარეზზე და რაც მთავარია, არც ერთი ხმა „ქართულ ოცნებას“, ეს არის შინაარსი, იმიტომ რომ, საქართველომ უნდა მოიშოროს ჭირი და უბედურება, რომელსაც დღეს ქვეყანას სჭირს. ჭირსა და უბედურებას აქვს კონკრეტული სახელი - „ქართული ოცნება“ ივანიშვილით, კობახიძით, კალაძით და ყველა იმ ადამიანით, რომელიც ამ ბანდიტურ დაჯგუფებაში არის გაერთიანებული“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ „ტვ პირველთან“ საუბრისას.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)