2020-02-11 11:12:50, 1255 ნახვა
სამართალი
მარტვილში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ სალხინოში, ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
„სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან, უკანონოდ მოპოვებული, დაუფირნიშებელი, 35 ერთეული წიფლის სახეობის მრგვალი მორი ამოიღეს.
ვინაიდან, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირებისათვისა, გადაგზავნილია შესაბამის სამსახურებში“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),