|
2020-02-10 16:19:12, 1398 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციის წარმომადგენლები „დამოუკიდებელი დეპუტატების“ შეთავაზებას არ ეთანხმებიან
ოპოზიციის წარმომადგენლები „დამოუკიდებელი დეპუტატების“ შეთავაზებას არ ეთანხმებიან. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, „დამოუკიდებელი დეპუტატების“ შეთავაზებას არ ეთანხმებიან იმიტომ, რომ საზოგადოების დაკვეთა 100/50 საარჩევნო მოდელზე არაა. „წარმოუდგენელია, საზოგადოების დაკვეთა 100/50-ზე არ არის, საზოგადოების დაკვეთა არის ის, რაზეც ძალიან კარგად ვიცით. თითქოს ბიძინა ივანიშვილმა რეალობას თვალი გაუსწორა, თუ არ ვცდები ეს იყო 24 ივნისს და ამის შემდეგ მიიტაცა დაპირება. მას მოუწევს მაგიდაზე უკან დადება იმ საარჩევნო სისტემის, რომელიც მიიტაცა. ან რა საარჩევნო მოდელიც არ უნდა იყოს, არსებულიც რომ დარჩეს მაინც, ბიძინა ივანიშვილი დამარცხდება. მეტიც, უფრო ძლიერად დამარცხდება“, - განაცხადა ნიკა მელიამ. ცნობისთვის, დღეს „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ განაცხადეს, რომ ისინი დათანხმდებიან უმრავლესობის კომპრომისულ საარჩევნო ვარიანტს, თუ არჩევნებში მონაწილეობის მიღება საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა პირისთვის სავალდებულო გახდება.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)