|
2020-02-10 12:41:28, 1290 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი - თუ ოპოზიციაც ჩვენს შეთავაზებას 100/50-ზე უყურებს ქვეყნის განვითარების პერსპექტივით, მას მხარი უნდა დაუჭირონ
„თუ ოპოზიციაც ჩვენს შეთავაზებას 100/50-ზე უყურებს ქვეყნის განვითარების პერსპექტივით, მას მხარი უნდა დაუჭირონ“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, უმრავლესობის მიერ გაერთიანებულული ოპოზიციისთვის შეთავაზებული საარჩევნო მოდელი 100/50-ზე ქვეყნის გრძელვადიან განვითარებაზეა დაფუძნებული. „ჩვენ ამ მოსაზრებებს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხრიდან, რომ აუცილებელია დიალოგი, ამისთვის მზად ვართ. ამიტომაც ჩვენ არ დავხურეთ კარი დიალოგისთვის. ამიტომ არის ჩვენს მიერ შეთავაზებული კომპრომისული ვერსია და არა ისეთი ვერსია, რომელიც ოპოზიციისთვის იქნება მიუღებელი. ეს ჩვენი ვერსია ეფუძნება ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას. ამიტომ, თუკი ოპოზიციაც ამ ყველაფერს უყურებს ჩვენი ქვეყნის განვითარების პერსპექტივით, ვფიქრობ, რომ მათ უნდა დაუჭირონ მხარი ამ შეთავაზებას“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ მმართველ გუნდს საარჩევნო სისტემის ე.წ გერმანული მოდელი შესთავაზა. უმრავლესობამ შეთავაზებული მოდელი არ მიიღო და ამის სანაცვლოდ ოპოზიციას საკუთარი საარჩევნო მოდელი შესთავაზა, რომელიც პარლამენტში 100 დეპუტატის პროპორციული წესით, 50 კი მაჟორიტარული წესით არჩევას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)