|
2020-02-09 16:27:21, 1752 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტს აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა რწმუნებათა სიგელი გადასცა
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა რწმუნებათა სიგელი გადასცა. რწმუნებათა სიგელის გადაცემის ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა. ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ს ელჩთან შეხვედრა გამართა და დიპლომატს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის საკუთარი საქმიანობის დაწყებას და ძალიან მოხარულია საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრით. "ჩვენ გვქონდა ძალიან სასიამოვნო დისკუსია ამ ულამაზეს, განახლებულ შენობაში, რომელიც ერთდროულად იტევს საქართველოს და აშშ-ს ისტორიას. ჩვენ ვისაუბრეთ იმ მრავალ საკითხზე, პროექტსა თუ ინიციატივაზე, რომელზეც ერთად ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, ველი თანამშრომლობის გაგრძელებას პრეზიდენტთან, მთავრობასა და ქართველ ხალხთან იმ პრიორიტეტის მიხედვით, რომელიც საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის ხელშეწყობასა და საქართველოსა და აშშ-ს შორის კავშირის გაძლიერებას მოიცავს. რა თქმა უნდა, რამდენადაც შევძლებთ ჩვენ უნდა ვებრძოლოთ რუსეთისა და სხვა საშიში მოთამაშეების მცდელობას, რათა საფრთხე არ შეექმნას საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს“, - აღნიშნა აშშ-ს ელჩმა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)