|
2020-02-08 12:17:54, 2213 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - თებერვლის ბოლოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებების ფანჯარა იხურება
„თებერვლის ბოლოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებების ფანჯარა იხურება. თებერვლის ბოლოს თუ შეთანხმევა ვერ შედგა, პარლამენტი ვეღარ შეძლებს ამ ცვლილებების განხორციელებას კონსტიტუციაში“, - ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. თალაკვაძე აღნიშნავს, რომ თებერვლის ბოლომდე მათ მიერ შეთავაზებულ საარჩევნო სისტემაზე, ოპოზიციამ პრაგმატული პასუხი უნდა გასცეს. „თებერვლის ბოლოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებების ფანჯარა იხურება. თებერვლის ბოლოს თუ შეთანხმევა ვერ შედგა, პარლამენტი ვეღარ შეძლებს, ვეღარ მოსაწრებს ამ ცვლილებების განხორციელებას კონსტიტუციაში. შესაბამისად, თებერვლის ბოლომდე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვნახოთ ოპოზიციის პრაგმატული პასუხი ამ შეთავაზებაზე. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ოპოზიციას აქვს სურვილი, რომ მოხდეს შეთანხმება და მიიღოს კონკურენტული საარჩევნო გარემო, ეს არის ამ ეტაპზე კომპრომისული, სამართლიანი შეთავაზება. მაგრამ, როგორც ვხედავ, ოპოზიციური პარტიების ნაწილს, რომელთაც არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა, რომ არჩევნებში რაიმე შედეგს აჩვენებენ, მათი ერთადერთი ამოცანა არის დესტუქცია და ერთადერთი ამოცანა არის, როგორმე არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, ვინაიდან მათ არ აქვთ იმედი, რომ ამ არჩევნებში რაიმე წარმატებას მიაღწევენ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)