|
2020-02-06 15:13:40, 8833 ნახვა
პოლიტიკა
საპროკურორო საბჭომ გენპროკურორობის ოთხი კანდიდატი შეარჩია, რომელთა შორის ირაკლი შოთაძეა
საპროკურორო საბჭომ კენჭისყრის შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის ოთხი კანდიდატი შეარჩია. კანდიდატებს შორის არიან სიფიო შენგელია, ვალერიან ვაჭარაძე, დარიკო თორდაია და ასევე, ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე. კენჭისყრისას ირაკლი შოთაძემ 10 ხმა, სოფიო შენგელიამ 9 ხმა, დარიკო თორდაიამ 7 ხმა, ხოლო ვალერიან ვაჭარაძემ 8 ხმა მიიღო. ამის შემდეგ საპროკურორო საბჭო ფარული წესით გენერალური პროკურორობის ერთ კანდიდატზე შეჯერდება, რომელიც პარლამენტს წარედგინება. გენერალური პროკურორობის ერთი კანდიდატის შესარჩევად საპროკურორო საბჭო სხდომას ხვალ 14:00 საათზე გამართავს. გენერალური პროკურორობის კონკურსში საერთო ჯამში 17 კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა ორმა პირადი განცხადებით საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. დღევანდელ კენჭისყრაზე ოთხი კანდიდატი საბჭომ სწორედ დარჩენილი 15 კანდიდატიდან აირჩია.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)