|
2020-02-05 23:01:15, 1289 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: „ოჯახის მძიმე ტრაგედია გუშინ, პრაქტიკულად პოლიტიკური ასპარეზის ძირითად თემად იქცა"
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გუშინ, ბაღდათში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა და ოჯახის ახლობლებს მიუსამძიმრა. „ამასთან დაკავშირებით, ბევრია უსაფუძვლო ბრალდებები, სპეკულაციები და არაკომპეტენტური მსჯელობები. ტრაგედია მძიმეა. საკუთარ პოლიტიკურ სარგებლად მისი ქცევა კი უზნეობა. სიღარიბე და მათ შორის, ბავშვთა სიღარიბე, რჩება ისევ გამოწვევად, მაგრამ არა იმ ხარისხში როგორც ფეიქ-ნიუსებით გამრუდებული და ხშირად ტყუილი ინფორმაციებით ხდება საზოგადოების გაჯერება. ოჯახის მძიმე ტრაგედია გუშინ, პრაქტიკულად პოლიტიკური ასპარეზის ძირითად თემად იქცა. ამ ოჯახის ტრაგედია ტრაგედიაა, მაგრამ წარმოჩინება იყო თითქოს ოჯახი სოციალური დახმარების გარეშე იყო. თითქოს სოციალურად დაუცველმა ოჯახმა სახლს, რომელიც დაიწვა - გადასარჩენად შეაფარა თავი და შიმშილი იყო ტრაგედიის ძირითადი მიზეზი. რა თქმა უნდა, ერთიც მეორეც და მესამეც არის აბსოლუტური ტყუილი. მძიმეა, მაგრამ ეს ოჯახი როგორც ფულად, ასევე სხვადასხვა სახის დახმარებებს იღებდა და მათ საცხოვრებელიც გააჩნდათ. მე კალკულაციას არ დავიწყებ რამდენს იღებდა და როგორ, მითუმეტეს, რომ ასეთი დასასრულის შემდეგ ეს არის მიუღებელი, მაგრამ ხანძრის მიზეზი, რა თქმა უნდა, არ არის ის მდგომარეობა, რაზეც ვსაუბრობთ და შესაძლოა ეს სხვა იყოს. ეს უკვე საგამოძიებო ორგანოების საკითხია . სამწუხაროა, მაგრამ ასეთი ფაქტი შესაძლოა ძლიერ ოჯახშიც მოხდეს და სოციალური პრობლემები სულაც არ ჰქონდეს, თუმცა, რა თქმა უნდა, ამასაც არ ვისურვებდი", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)