|
2020-02-05 14:26:26, 1396 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძემ ქართველ ექსპერტებს „ვანგები“ უწოდა
„ქართველი ვანგების“ კომენტარებზე ჩვენ ვერ გავაკეთებთ განცხადებას. შიდა კვლევის თანახმად, არსებობს ყველანაირი წინაპირობა, რომ 2016 წლის საარჩევნო შედეგებს გადავცდეთ“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ყოფილი თავჯდომარე ირაკლი კობახიძე ექსპერტების მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, მმართველი პარტია 2020 წლის არჩევნებზე ხმათა 60%-ს ვერ აიღებს. მისი თქმით, ქართველ ექსპერტებს არ შეუძლიათ იმის განსაზღვრა, რაც ქვეყანაში ხდება და რაც მოხდება. „საქართველოსი ჩვენ გვყავს ექსპერტები, რომელბიც ვერანაირ პროგნოზს ვერ აკეთებენ. არამარტო არჩევნებთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად ამ ადამიანებს უჭირთ პროგნოზების კეთება, იმის გათვლა რაც ხდება ქვეყანაში, რაც უნდა მოხდეს ქვეყანაში. ბუნებრივია ასეთი ადამიანების, „ქართველი ვანგების“ კომენტარებზე ჩვენ ვერ გავაკეთებთ განცხადებას. შიდა კვლევა აჩვენებს, რომ არსებობს ყველანაირი წინაპირობა, რომ 2016 წლის საარჩევნო შედეგებს გადავცდეთ. ჩვენი პროგრამა მინიმუმია, რომ ყოველ მეორე ადამიანმა მოგვცეს ხმა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)