|
2020-02-01 14:32:40, 2339 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანი - ყველაფერს ვაკეთებთ საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის
„ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით ინტეგრაციის გზას და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მოხდეს ქვეყნის გაწევრიანება ნატოში“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა TRT World-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მინისტრის თქმით, ნატოში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზანია. „ნატოში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავარესი პრიორიტეტია, რომელიც უკვე ასახულია როგორც კონსტიტუციაში, ასევე ქვეყნის პარლამენტის სხვადასხვა გადაწყვეტილებასა და მთავრობის გეგმაშიც, ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესს ასევე მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. ჩვენ კი, როგორც მთავრობა, რომელიც პატივს სცემს კონსტიტუციას და თავისი ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანს, თანმიმდევრულად მივყვებით ინტეგრაციის გზას და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მოხდეს ქვეყნის გაწევრიანება ნატოში", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)