|
2020-01-30 17:20:09, 2557 ნახვა
პოლიტიკა
ჩუგოშვილი - მინისტერიალის თბილისში ჩატარების შემთხვევაში შეუძლებელი იქნება, რუსეთის დელეგაციას ქვეყანაში შემოსვლა აუკრძალო
„თუ საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს, რომ მინისტერიალი თბილისში ჩაატაროს, შეუძლებელი იქნება, რუსეთს, როგორც ევროპის საბჭოს წევრს, ქვეყანაში შემოსვლა აუკრძალო“,- ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უმჯობესი იქნება, ღონისძიება სტრასბურგში ჩატარდეს. „თბილისში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საერთოდ არაფერი ტარდება, არავინ შემოდის და მოპატიჟება საჭირო რატომ გახდა, ვერ მივხვდი. დღის წესრიგში რისი ჩატარებაც დგას, ეს არის მინისტერიალი, რაც საპარლამენტო ასამბლეა არ არის, სხვა ორგანოა, რომლის სხდომაც წესით თბილისში უნდა გაიმართოს. თუმცა, იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რაც გავრილოვის პარლამენტის შენობაში მოხვედრას მოჰყვა, ჩვენ, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ღონისძიებები სტრასბურგში ჩავატარეთ ზუსტად იმიტომ, რომ წინ ასეთი სირთულეები არ დაგვხვედროდა. იმისათვის, რომ საფრთხეები თავიდან ავიცილოთ, ვერ ვხვდები, რატომ არ შეიძლება, რომ მინისტერიალი სტრასბურგში ჩატარდეს, როგორც საპარლამენტო ასამბლეის ღონისძიებები ჩატარდა? თუ საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს, რომ მინისტერიალი თბილისში ჩაატაროს, შეუძლებელი იქნება, რუსეთს, როგორც ევროპის საბჭოს წევრს, ქვეყანაში შემოსვლა აუკრძალო. ამიტომ უფრო უსაფრთხო ნაბიჯი იქნებოდა, ეს ღონისძიება სტრასბურგში ჩატარდეს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)