18:54 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-30 11:03:33, 881 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შემეცნებითი ტური უფროსკლასელებისთვის

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს გორის მუნიციპალიტეტის მე-12 სკოლის უფროსკლასელები ესტუმრნენ.

მოსწავლეებმა მოინახულეს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში განთავსებული ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი, დაათვალიერეს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელიც პასუხისმგებელია ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე. უფროსკლასელები გაეცნენ სადისპეტჩეროს ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, ჩაუტარდათ მცირე ლექცია ზოგად ენერგეტიკაზე და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში.

ცენტრალური სადისპეტჩეროს შემდეგ, მოსწავლეებმა მოინახულეს სსე-ის კუთვნილი ქვესადგური „ნავთლუღი-220“, სადაც გაეცნენ ქვესადგურის შემადგენელი ნაწილების მუშაობის სპეციფიკას, მონაწილეობა მიიღეს ძაბვის მაჩვენებლების შემოწმებაში და სხვადასხვა ელექტრომოწყობილობის ტესტირების სამუშაო პროცესში. ტურის ფარგლებში, მათ ასევე დაათვალიერეს ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური (ზაჰესი), მოისმინეს ჰესის ისტორია და გაეცნენ ელექტროენერგიის გამომუშავების პროცესს.

ახალგაზრდების დაინტერესება ენერგეტიკის დარგით "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
საქართველოს ბანკისა და LEAF-ის საერთაშორისო განათლების რეგიონული ტურის ფარგლებში მეორე შეხვედრა გორში ჩატარდა
ევროპელთა 70%-ზე მეტს ევროკავშირში საკუთარი არმიის შექმნა სურს
მოსკოვში აფეთქებული ყოფილი უკრაინელი ჩინოვნიკი რუსეთის დაზვერვის ოფიცერი აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics