|
2015-07-29 13:38:44, 735 ნახვა
ეკონომიკა
კვირიკაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ახალი ტექნოლოგიები და ევროპული ინვესტიციები შემოდის
თბილისში, ჩიპსის ახალი ქარხანა სრული დატვირთვით ამუშავდა. ქართული პროდუქტის საწარმო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა. ქარხანაში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სხვა სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლები. კომპანიის ინფორმაციით, წარმოებაშია სამი სახეობის ჩიპსი - „FRIXX კლასიკი“, „FRIXX ბარბექიუ“ და „FRIXX აჯიკა.“ კომპანიამ პროდუქტის სატესტო რეჟიმში გაშვება დაიწყო 2015 წლის მარტის თვეში, მიმდინარე თვის ბოლოს კი პროდუქციის საბოლოო წარმოება დაიწყო. საწარმოს მფლობელი ცნობილი ბიზნესმენი ჟან-ფრედერიკ პოლსენია, რომელიც ასევე კომპანია „ველინგტონის“ დამფუძნებელია. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში შემოდის ახალი ტექნოლოგიები და ევროპელი ინვესტორი არაერთ ინვესტიციას ახორციელებს საქართველოში. კომპანია ადგილობრივ ნედლეულს ყიდულობს და ეს რა თქმა უნდა, ადგილობრივი ნედლეულის გასაღებასაც დაეხმარება. მნიშვნელოვანია, რომ კომპანია ასევე გეგმავს ადგილობრივი, სამოდელო კარტოფილის მეურნეობების გაკეთებას. ამ საწარმოს მფლობელი ასევე ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს მუხრანის ისტორიული კომპლექსის აღორძინებისთვის, სადაც საჯარო და კერძო სტრუქტურას შორის პარტნიორობის მოდელს გამოვიყენებთ და ერთ-ერთი, ძალიან კარგი ტურისტული მიმართულება შეიქმნება. ამ ქარხანაში დაახლოებით მილიონნახევარი დოლარია ჩადებული და ინვესტიციები კიდევ გაგრძელდება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. FRIXX-ის საწარმოში ამჟამად 25-მდე თანამშრომელია დასაქმებული და როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, დასაქმებულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)