00:12 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-29 16:31:06, 2032 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა ყოველდღიურად, ჩვენთან ერთად დაინახონ პროგრესი და რეფორმების შედეგები

„ჩვენთვის მთავარი გახლავთ ის, რომ ჩვენმა პარტნიორებმა, კოლეგებმა, ყოველდღიურად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენთან ერთად დაინახონ პროგრესი და რეფორმების შედეგები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დონორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი და  რეფორმების პროცესში უმნიშვნელოვანესია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების და მეგობრების მხარდაჭერა.

„ჩვენ ყველას კარგად გვესმის, კიდევ ბევრი სამუშაო დავალება გვაქვს შესასრულებელი. ჩვენ საკმაოდ პრაგმატულად ვუდგებით საქმეს და ისიც ძალიან კარგად გვესმის, რომ სანამ ევროკავშირში იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების ჩამოყალიბებული სურვილი, ჩვენ შეიძლება წლები დაგვჭირდეს რეფორმებისთვის ამ ქვეყანაში, მაგრამ ჩვენთვის მთავარი გახლავთ ის, რომ ჩვენმა პარტნიორებმა, კოლეგებმა, ყოველდღიურად, ჩვენთან ერთად დაინახონ პროგრესი და შედეგები ნაბიჯ-ნაბიჯ ამ რეფორმების და რაც მთავარია, ამ რეფორმების პროცესში ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები იყვნენ ჩვენს გვერდით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics