|
2020-01-29 16:16:37, 1894 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - ღია მმართველობის პარტნიორობაში მონაწილეობა ჩვენი ქვეყნისთვის შემდგომი წლების განმავლობაშიც პრიორიტეტად რჩება
„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ შეუძლებელია ქვეყნის განვითარების წარმატება ძლიერი და პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სექტორის არსებობის გარეშე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დონორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში ბიუროკრატია უნდა იყოს მაქსიმალურად პოლიტიკურად ნეიტრალური და მაღალი პროფესიული ხარისხის მატარებელი. „ეს არის ძირითადი გამოწვევა, რომელიც დღეს ღია მმართველობის თვალსაზრისით სახელმწიფო ინსტიტუტების სწრაფ განვითარებას შეიძლება უშლიდეს ხელს. აქ ჩვენ გვაქვს სერიოზული წარმატებები, თუმცა სამუშაოც ძალიან ბევრია", - განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერის თქმით, საქართველო როგორც ინსტიტუციური განვითარებით, თუ სხვადასხვა პროცედურებით, ასევე სხვადასხვა ძალზედ ავტორიტეტული რეიტინგების შესაბამისად, ბევრ, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყანას უსწრებს. "ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ღია მმართველობის პრინციპისთვის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა და შემდგომი წლების განმავლობაში ჩვენი კონცენტრირებული შრომის და მუშაობის მიზანი უნდა გახლდეთ კორუფციასთან ბრძოლა და ეს რა თქმა უნდა, ასე იქნება. სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგა. ეს გახლავთ სახელმწიფო შესყიდვები, საბაჟო და საგადასახადო სფეროს, საჯარო სერვისების, ისევე, როგორც ქონებრივი დეკლარაციების მიმართულებით და საჯარო სამსახურის შესახებ შესაბამისი კანონების ცვლილებები. ეს კანონები უკვე საკმაოდ ეფექტურად მუშაობს, მათი იმპლემენტაციის უმრავლესობის ეტაპი დასრულებულია, თუმცა ისიც კარგად გვესმის, რომ თითოეულ მათგანს შემდგომი განვითარება სჭირდება. ყველა იმ პრინციპიდან გამომდინარე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ჩვენ გვესმის, რომ ღია მმართველობის პარტნიორობაში მონაწილეობა ჩვენი ქვეყნისთვის რჩება შემდგომი წლების განმავლობაშიც პრიორიტეტად", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ტრამპმა გარდაცვლილ ლინდსი გრეჰემს „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი“ უწოდა
ვეტერანი სენატორი, რესპუბლიკელი ლინდსი გრემი გარდაიცვალა
ჩერგოლეიშვილი – ღნავიან, სასამართლოს დაწვის ამოცანით შენობაში შეჭრილ ელისაშვილს ამდენი წელი რატომ მიუსაჯესო, ამ უპასუხისმგებლო არსების ჰეროიზაციას ახდენენ
წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ ზარალი იქნება დიდი – კახეთის რწმუნებული ადიდებულ მდინარეზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)