18:54 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-29 15:42:43, 1589 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძემ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ახლადრეაბილიტირებული სერვისცენტრი დაათვალიერა

თბილისის მერმა გლდანში, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ახლადრეაბილიტირებული სერვისცენტრი დაათვალიერა, რომელიც გლდანის რაიონის გამგეობის შენობაშია განთავსებული.

კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიამ, მოქალაქეებისთვის მუნიციპალური სერვისების უფრო ხარისხიანად მიწოდების მიზნით, თავდაპირველად   სტრუქტურული რეფორმა განახორციელა, ხოლო ამის შემდეგ სერვისცენტრების რეაბილიტაცია.

„ჩვენი სერვისებით დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი სარგებლობს. დედაქალაქის მერიაში,  ყოველდღიურად  სხვადასხვა სერვისების მისაღებად დაახლოებით, 2000 - 3000 ადამიანი მოდის. შესაბამისად, ჩვენ ამ მიმართულებით დავიწყეთ რეფორმის განხორციელება. ყველა რაიონულ გამგეობაში შევქმენით  მუნიციპალური სერვისების ცენტრები, სადაც მოქალაქე ღებულობს საჭირო მომსახურებას და აღარ მისამართდება ერთი რაიონიდან მეორეში. აღნიშნული პროექტი რვა გამგეობაში განვახორციელეთ. გამონაკლისია ორი გამგეობა: საბურთალო, სადაც გამგეობის შენობის ფართი არ იძლეოდა ამის საშუალებას, თუმცა მიმდინარეობს ალტერნატიული ფართის ძიება და ძალიან მალე საბურთალოსაც ექნება ანალოგიური სერვისცენტრი. ასევე, კრწანისი, სადაც მიმდინარეობს გამგეობის შენობის მშენებლობა და როგორც კი დასრულდება სამუშაოები, ანალოგიური პროექტი იქაც განხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სერვისცენტრებში შექმნილია მოქალაქეზე ორიენტირებული გარემო, რომელიც, ასევე,  ადაპტირებულია შშმ პირების საჭიროებებზე, მოხსნილია ხელოვნური ბარიერები, მოწყობილია ტაქტილური ბილიკები და შესაბამისი დაფა ბრაილის შრიფტით. რაიონულ სერვისცენტრებში მომსახურების მიღება შესაძლებელია 9:00-დან 18:00 საათამდე, ხოლო მერიაში არსებული სერვისცენტრი მუშაობს 9:00-დან 20:00 საათამდე.

რაც შეეხება სტრუქტურული რეფორმის განხორციელებას, შედეგად: სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში გაბნეული მომსახურების მიმართულებები გაერთიანდნენ ერთი ქუდის ქვეშ და პასუხისმგებელ სტრუქტურად ჩამოყალიბდა მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო; ქალაქის მასშტაბით განისაზღვრა 11 სერვისცენტრი მერიის შენობასა და რაიონულ გამგეობებში; მოიხსნა განცხადებების ჩაბარებისას არსებული ტერიტორიული და შინაარსობრივი შეზღუდვები; დაწესდა მომსახურების ხარისხის ერთიანი სტანდარტი და ამუშავდა მომსახურების ხარისხის კონტროლის სხვადასხვა მექანიზმები.

რეაბილიტირებული სერვისცენტრი თბილისის მერთან ერთად მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ვახტანგ ჭედიშვილმა, გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ, საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა - შალვა ოგბაიძე და გულია გოცირიძე დაათვალიერეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
საქართველოს ბანკისა და LEAF-ის საერთაშორისო განათლების რეგიონული ტურის ფარგლებში მეორე შეხვედრა გორში ჩატარდა
ევროპელთა 70%-ზე მეტს ევროკავშირში საკუთარი არმიის შექმნა სურს
მოსკოვში აფეთქებული ყოფილი უკრაინელი ჩინოვნიკი რუსეთის დაზვერვის ოფიცერი აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics