|
2020-01-29 12:38:07, 816 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: კაიროს დასახლებაში, ლორთქიფანიძის ქუჩისა და მიმდებარე ჩიხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
„სამგორის რაიონში მდებარე კაიროს დასახლებაში, ლორთქიფანიძის ქუჩასა და მიმდებარე ჩიხებში მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების პარალელურად, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, უმძიმეს მდგომარეობაში არსებული საგზაო ინფრასტრუქტურა და მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად მოწესრიგდება. „კაიროს დასახლებაში კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს ვახორციელებთ. იცით, თუ რამდენად დიდ ყურადღებას ვუთმობთ დედაქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებით. კაიროს დასახლებაში, ლორთქიფანიძის ქუჩა და მიმდებარე ჩიხები საგზაო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, სრულად იქნება მოწესრიგებული. დღემდე აქ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) მუშაობდა, რომელიც მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებდა. აღნიშნული სამუშაოები კონკრეტულ ჩიხებში უკვე დასრულებულია, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ვახორციელებთ. აქ უმძიმესი მდგომარეობა იყო - არ არსებობდა არც წყალარინების ქსელი, არც წყალი და ასფალტი. მოქალაქეებს უმძიმეს პირობებში უწევდათ ცხოვრება, უბანი კი მჭიდროდ დასახლებულია. ეს ჩვენი დაპირება იყო, რომელსაც ვასრულებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. ლორთქიფანიძის ქუჩისა და მიმდებარე ჩიხების სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.
თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
საქართველოს ბანკისა და LEAF-ის საერთაშორისო განათლების რეგიონული ტურის ფარგლებში მეორე შეხვედრა გორში ჩატარდა
ევროპელთა 70%-ზე მეტს ევროკავშირში საკუთარი არმიის შექმნა სურს
მოსკოვში აფეთქებული ყოფილი უკრაინელი ჩინოვნიკი რუსეთის დაზვერვის ოფიცერი აღმოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)