00:12 - 12 Nov, 2026
|
2020-01-28 14:32:11, 1663 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი იტალიის ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ენრიკო ვალვოს შეხვდა. თავდაცვის მინისტრმა იტალიელ დიპლომატს საქართველოს მიმართ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება ნატო-საქართველოს არსებით პაკეტზეც გაამახვილა და SNGP - ის განვითარებაში იტალიის მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სამხედრო განათლების სფეროში იტალიის წვლილს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობის ეს ტენდენცია მომავალ წლებშიც გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)