|
2020-01-23 20:08:40, 2325 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანი ჩავუშოღლუს: მადლობა მხარდაჭერისთვის - ჩვენ მტკიცედ მივყვებით არჩეულ გზას ნატო-ში გაწევრიანებისკენ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თურქი კოლეგის, მევლუთ ჩავუშოღლუს მიერ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ზალკალიანმა კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ მიყვება არჩულ გზას ნატო-ში გაწევრიანებისკენ. „დიდი მადლობა საქართველოს ძლიერი მხარდაჭერისთვის, რომელიც დაუღალავად ისწრაფვის, გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. არსებული გამოწვევების ფონზე, თქვენი მხარდაჭერა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ჩვენ მტკიცედ მივყვებით არჩეულ გზას ნატოში გაწევრიანებისკენ“, - აღნიშნა ზალკალიანმა. შეგახსენებთ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავოსის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა, სადაც ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც მოკავშირე ქვეყნის მნიშვნელობას და აღნიშნა რომ აუცილებელია ნატოს გაფართოება და საქართველოს გაწევრიანება ორგანიზაციაში. „არ მესმის, რატომ არ მოვიწვიეთ საქართველო ან არ გავააქტიურეთ სამოქმედო გეგმა, რათა ის წევრი ქვეყანა გამხდარიყო. ჩვენ გვაკრიტიკებენ იმისთვის, რომ რუსეთთან უკეთესი მეზობლური ურთიერთობები გვაქვს, მაგრამ ჩვენი დასავლელი მეგობრები არ გვთანხმდებიან საქართველოს მოწვევაზე, ვინაიდან არ სურთ რუსეთის პროვოცირება. საქართველოს ვჭირდებით ჩვენ და ჩვენ გვჭირდება ისეთი მოკავშირე, როგორიც საქართველოა. ჩვენ გვჭირდება გაფართოება და საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა", - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)