|
2020-01-23 17:36:26, 2071 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე კონგრესმენების წერილზე - შოლტი შოლტზეა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ყოველდღიურად იღებს
„ამას კრიტიკის ქარ-ცეცხლიც აღარ შემიძლია ვუწოდო, ფაქტობრივად, შოლტი შოლტზეა, რომელსაც იღებს ყოველდღიურად „ქართული ოცნება“ და არა საქართველო“, - ასე გამოეხმაურა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე 4 კონგრესმენის მიერ გახარიასთვის გაგზავნილ წერილს. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, დღეს აშშ და ევროკავშირი თანხმდება, რომ საქართველოში დესტაბილიზაციის ფაქტორი პირადად ბიძინა ივანიშვილია. "ამას კრიტიკის ქარ-ცეცხლიც აღარ შემიძლია ვუწოდო, ფაქტობრივად, შოლტი-შოლტზე, რომელსაც იღებს ყოველდღიურად "ქართული ოცნება" და არა საქართველო. "ქართული ოცნების" ხელისუფლება და პირადად ივანიშვილი, რომელსაც იღებს საერთაშორისო ასპარეზზე. ვეღარ ატყუებენ ვერც ერთი განვითარებული ქვეყნის წარმომადგენელს, ვეღარ მოატყუებენ. აქამდე ხომ ატყუებდნენ და უფრო მთავარიც, აქამდე ისინი ყიდდნენ ერთ რამეს მხოლოდ - რომ ოპოზიცია იყო თითქოს დესტაბილიზაციის ფაქტორი ქვეყანაში. დღეს ამერიკის შეერთებული შტატებიც და ევროკავშირიც თანხმდება ერთ რამეზე - დესტაბილიზაციის ფაქტორი საქართველოში არის პირადად ივანიშვილი,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)