00:02 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-23 15:38:47, 1740 ნახვა

პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი - სახელმწიფო ქმედით ნაბიჯებს დგამს კორუფციასთან ბრძოლის სფეროში

„სახელმწიფო დგამს ქმედით ნაბიჯებს კორუფციასთან ბრძოლის სფეროში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გავრცელებული კვლევის შედეგებს.

იონათამაშვილის თქმით, თითოეული საქმიანობა, რაც კორუფციის მინიმუმამდე დაყვანასთან და აღმოფხვრასთანაა დაკავშირებული, ეფექტურად მიმდინარეობს.

„სახელმწიფო ქმედით ნაბიჯებს დგამს კორუფციასთან ბრძოლის სფეროში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ჩვენ უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშებსაც გავეცნობით, ნამდვილად ეფექტურად მიმდინარეობს თითოეული საქმიანობა, რაც კორუფციის მინიმუმამდე დაყვანასთან და აღმოფხვრასთან არის დაკავშირებული. ვფიქრობ, ეს მომავალშიც გაგრძელდება. საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ხელშეუხებელი არავინ არ არის. ვინც გაბედავს და კორუფციულ გარიგებაში ან დანაშაულში იქნება ეჭვმიტანილი, კანონის მკაცრი რეაქცია იქნება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics