|
2020-01-22 18:39:31, 1481 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოსა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სლოვენიელ კოლეგას, მარიან შარეცს შეხვდა. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას. მთავრობის მეთაურმა სლოვენიის პრემიერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების კუთხით არსებულ პოტენციალზე და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე ისაუბრეს, რომელიც 2020 წლის ივნისში ბრიუსელში გაიმართება. საუბარი შეეხო იმ გეგმებს, რომლებიც შეიძლება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის დაისახოს. მხარეების შეფასებით, 10 წლის შემდგომ აღმოსავლეთ პარტნიორობაში გარკვეული შედეგები უკვე მიღწეულია, თუმცა არსებობს ახალი შესაძლებლობები, რომლებიც ნათლად უნდა ჩამოყალიბდეს და როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ სახელმწიფოებს, ასევე ევროკავშირს უნდა ჰქონდეთ ნათელი წარმოდგენა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე. პრემიერ-მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე და ამ კუთხით არსებულ შესაძლებლობებზე. მხარეების შეფასებით, არსებული ეკონომიკური ურთიერთობები იძლევა საშუალებას, მეტად განვითარდეს ვაჭრობა და ხელი შეეწყოს ახალი ბიზნესკონტაქტების დამყარებას.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)