|
2020-01-20 18:31:07, 1648 ნახვა
პოლიტიკა
ირმა ინაშვილი „ენდიაის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს
„პატრიოტთა ალიანსის“ გენერალუტი მდივანი ირმა ინაშვილი „ენდიაის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის წინააღმდეგ გამოძიებისი დაწყებას ითხოვს. ამის შესახებ ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა აღნიშნა, გავლენიანი ამერიკული ორგანიზაციების თბილისის ფილიალები ადგილობრივ კომპანიებთან ერთად, საქართველოში ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან. „ „ენდიაის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელი, ქალბატონი ლორა თორნტონი, მე ასე ვფიქრობ, რომ ფინანსურად არის დაინტერესებული ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მხრიდან. ადგილი აქვს კორუფციას კლასიკური გაგებით და ის ფულს იღებს ამ ე.წ. კვლევებში და მონაცემების გავრცელებაში. ვინაიდან მე მაქვს ასეთი ეჭვი, მე მოვითხოვ, რომ ჩემი სახელმწიფოს სტრუქტურებმა დაიწყონ გამოძიება", - განაცხადა ირმა ინაშვილმა. როგორც ინაშვილი იუწყება, მისი პარტია მხოლოდ ბრიფინგების ჩატარებით არ შემოიფარგლება და 26 იანვრიდან დაიწყება აქციები აშშ-ის საელჩოსთან. ჩვენ არ ვაპირებთ მხოლოდ ბრიფინგების ჩატარებას. ჩვენ ვაპირებთ მოქმედებას. „ენდიაის“ და „აირაის“ თბილისის ოფისების მამხილებელი მთელი კამპანია დაიწყება 26 იანვრიდან. ამ დღეს ჩვენ, 16:00 საათზე, შევიკრიბებით აშშ-ის საელჩოსთან, ვინაიდან ესენი ამერიკული ორგანიზაციები არიან და შესაბამისად, საელჩოსთან მივმარათავთ ამერიკის ხელისუფლებას, რომ იმოქმედოს, შეაჩეროს ეს ტყუილი და დაასრულოს საქართველოში „ენდიაის“ და „აირაის“ ასეთი მავნე საქმიანობა, რაც ძალიან აბრაზებს ქართველ ხალხს», - განაცხადა ინაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)