23:54 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-20 16:01:40, 1470 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაყოფაზე - როგორც წესი „ოცნება“ ჯერ მოქმედებს და შემდეგ ფიქრობს

„როგორც წესი, „ქართული ოცნება“ ჯერ მოქმედებს და შემდეგ ფიქრობს“, - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, გიგა ბოკერიამ განათლების სამინისტროსგან კულტურის სამინისტროს გამოყოფასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, განათლების და კულტურის სამინისტროების გაყოფამდე ხელისუფლებამ ხარჯები, შემცირების ნაცვლად, გაზარდა.

„როგორც წესი, „ქართული ოცნება“ ჯერ მოქმედებს და შემდეგ ფიქრობს ხოლმე. ეს ერთი. რაც შეეხება მეორეს, ხარჯები არ შეუმცირებიათ იქამდე, უბრალოდ, ეს გაფორმებაა იმისი, როგორი სიცრუე იყო ეს მცირე მთავრობა, რადგან ყველამ იცით, რომ ისინი ხარჯებს ზრდიან და აქვთ მსოფლმხედველობა, რომ ისინი არიან მშობლები, სინამდვილეში კი არიან ცუდი ძიძები. უნდათ, რომ ხალხის ბევრი ფული წაიღონ და მერე თვითონ ხარჯონ. ფული იხარჯება კორუფციაზე ან მვნებლურ ინიციატივებზე იმის ნაცვლად, რომ თავისუფლება მისცენ ადამიანებს, რომ თავისი მოპოვებული შროით ჯიბეში რა ფულიც აქვთ, თვითონ გადაწყვიტონ საკუთარი ცხოვრება“, - განაცხადა ბოკერიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics