|
2020-01-20 13:32:13, 1444 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: პრაქტიკამ აჩვენა, რომ კულტურის სამინისტროს ცალკე არსებობა მიზანშეწონილია
„პრაქტიკამ აჩვენა, რომ დღეს მიზანშეწონილია კულტურის სამინისტროს ცალკე არსებობა“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კახიანმა აღნიშნა, სამინისტროს გაყოფას სახელმწიფო ბიუჯეტთან არანაირი კავშირი არ აქვს. „სამინისტროს გაყოფას სახელმწიფო ბიუჯეტთან კავშირი არ აქვს. არ მგონია, რომ სამინისტროების გაერთიანებამ ბიუჯეტში შეღავათების თვალსაზრისით დიდი ხეირი დაგვანახა. ამიტომ იმაზე საუბარი, რომ კულტურის სამინისტროს გაყოფა შეიძლება უკავშირდებოდეს დამატებით საბიუჯეტო სახსრებს არარელევანტურია. სწორი მენეჯმენტი და უფრო მოქნილი მართვა – ეს იყო სამინისტროების გაერთიანების ერთ-ერთი მთავარი მიზანი, თუმცა თუ პრაქტიკამ აჩვენა, რომ დღეს მიზანშეწონილია კულტურის სამინისტროს ცალკე არსებობა, ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ”, – განაცხადა კახიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)